![]() |
სასტუმრო "სანაპირო" | |||||||||||
| Hotel "Sanapiro" | ||||||||||||
| კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! Welcome! | ||||||||||||
|
აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები. კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლიაჟები კეთილმოწყობილია: გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლიაჟზე ჩადგმული კაფე-ბარებისა, აქ ფუნქციონირებს მრავალი წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.
Kobuleti is distinguished with
its particular microclimate among other climatic resorts. It is situated
south-west to the Adjara-Akhaltsikhe highland, on Kolkheti plain, 25 km from
Batumi. It is only 3-4 m above sea-level. The main medicinal factor of the
resort is the warm and humid climate of the Black Sea. In order to produce
maximum therapeutic effect, thalassotherapy and other medicinal procedures
are successfully combined here.
კურორტი
ციხისძირი
მდებარეობს
ბათუმის
ჩრდილოეთით,
მისგან
17 კმ.-ის
დაშორებით.
ის
გაშენებულია
ზღვის
დონიდან
60-90 მ.-ის
სიმაღლეზე,
ციხისძირის
მაღლობზე,
რომლის
კალთებიც
ციცაბოდ
ეშვებიან
ზღვაში
და
ქმნიან
ციხისძირის
კონცხს.
ზღვაში
შეჭრილი
კონცხი
პლიაჟს
ორ
ნაწილად
ჰყოფს.
Tsikhisdziri
is situated 17 km north to Batumi. It is stretched 60-90 m above sea-level
on the Tsikhisdziri height the sides of which slope down steeply into the
sea and form Tsikhisdziri cape. The intruded cape divides the beach into two
parts.
ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის - პეტრას ნანგრევები. ის ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. ასევე კარგად იყო განვითარებული საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს. პეტრა შთამბეჭდავია და ფიქრთააღმძვრელი. ამ ამაყი კედლებიდან თქვენ ჩვენი წინაპრები გადმოგყურებენ, რომლებიც მუდამ ხმალამოწვდილნი ებრძოდნენ მტერს და მშობლიურ მიწასა და ღირსებას უნარჩუნებდნენ შთამომავლობას. The ruins of the ancient historical city-fortress Petra is located in the village of Tsikhisdziri, Kobuleti region. It dates back to VI c.AD. Historically this territory was the settlement place of one of the Kartvelian tribes – Lazes. The Byzantine Emperor Justinian built a city here because of the unique military-strategic and trade-economical location. The city was crossed by the essential road connecting Western Georgia, Byzantine provinces, Iran and Armenia. Navigation was also very well-developed. Petra fortress became so inaccessible by the Middle Ages that it was even called “Kajeti Fortress” (the fortress of the kajis). Petra is impressive and thought-provoking. Our ancestors watch us from these proud walls, the ancestors who constantly fought against the enemies and preserved motherland and dignity to the posterity.
|
|||||||||||